ხმაური ბათუმში - პოლიციამ მირდატ ქამადაძეც დააკავა (ვიდეო)
ბათუმში დაკავებულთა შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მირდათ ქამადაძე დააკავეს - ინფორმაცია პოლიტიკოსმა "პირველებს" თავად დაუდასტურა.
მანამდე პოლიციამ აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
დაკავებულები არიან: ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე. აქედან გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი არასრულწლოვნები არიან.