სავარაუდოდ, ქვეყანაში "ქართულ ჯიგრულ პონტში" შემოუშვეს - თემურ ჯანაშია საეჭვო ექსკორტზე

04.06.23 13:33
სავარაუდოდ, ქვეყანაში "ქართულ ჯიგრულ პონტში" შემოუშვეს - თემურ ჯანაშია საეჭვო ექსკორტზე

საეჭვო ექსკორტი თბილისში - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ ქვეყანაში მსგავსი არაოფიციალური დაჯგუფების შემოსვლას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება და ეს "ქართულ ჯიგრულ პონტშია" გაკეთებული. 

ოფიციალური პირები არ არიან ისინი და ოფიციალური ნებართვები არ არის შესაბამისად გაცემული და ეს არის რაღაც მეგობრულად, ქართულ ჯიგრულ პონტში გაკეთებული ამბავი, რომ შემოსულია ვიღაც შეიარაღებული... ამას მესაზღვრეები ვერ გადაწყვეტენ, ეს უფრო მაღლა იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ეს პირები არიან მანქანაში, რომლებიც აშკარად ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, არიან ძალიან დაახლოებული რუსეთის ხელისუფლებასთან, - ამბობს ჯანაშია. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.  ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული.