საეჭვო ექსკორტი საქართველოში - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

04.06.23 13:42
საეჭვო ექსკორტი საქართველოში - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

"ლელოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოში არა მხოლოდ რამზან კადიროვის სავარაუდო ახლო გარემოცვა, არამედ რუსეთის პროკურატურის და უშიშროების კუთვნილი ავტომობილებიც გადაადგილდებიან.

ირაკლი კუპრაძე რუსეთის ფედერაციიდან უკონტროლო შემოდინების საფრთხეებზე საუბრობს და სავიზო რეჟიმის შემოღების საჭიროებაზე საუბრობს. 

არა მხოლოდ ასეთი ავტომობილები ჩანან თბილისის ქუჩებში, ჩანან მოსკოვის პროკურატურის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ოფიციალური ავტომობილები თბილისში და სხვა და სხვა ქალაქში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რა ტიპის საზოგადოება, მოქალაქეები შემოდიან რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არის სრულიად უკონტროლო. „ლელო“ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვს სავიზო რეჟიმის შემოღებას და სწორედ ამისთვის, რომ ასეთი კრიმინალური, კრიმინალურ ბიზნესთან, კრემლის პროპაგანდისტულ საშუალებებთან დაკავშირებული მედიაწარმოამდგენლები, ან პრკურატურის და უშიშროების წარმოამდგენლები ასე არ დანავარდობდნენ ქვეყანაში, რომლის 20% მათ აქვთ ოკუპირებული, - ამბობს კუპრაძე. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.  ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული.