პუტინმა ივანიშვილს მილიარდები ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად გამოატანა - ირაკლ ნადირაძე
ოლიგარქის რუსულ დოსიესთან დაკავშირებით "ნოდარ მელაძის შაბათშო" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს ოპოზიციაში ეხმიანებიან. ენმ-ს წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 90 -იან წლებში პუტინმა ივანიშვილს მილიარდები საქართველოში მხოლოდ იმიტომ გამოატანა, რომ ქვეყანა რუსულ რობიტაზე დაებრუნებინა.
ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სკანდალური სიუჟეტი და ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბანდიტურ 90-იან წლებში რუს ოლიგარქ ივანიშვილს მილიარდები პუტინმა და სპეცსამსახურებს გამოატანა არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში შეიყვანოს, არამედ იმიტომ, რომ ბოლომდე დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე და გავხდეთ რუსეთის ფედერაციის ნაწილი, - ამბობს ნადირაძე.
"მელაძის შაბათის" რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს აფინანსებდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ვლადიმერ რუშაილო გამომძიებელ ჟურნალისტებს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის და ამბობს, რომ 90-იან წლებში 37 წლის ივანიშვილი რუსული სპეცსამსახურების წიაღში, ზუსტად 30 წლის წინ შეიყვანა.