რუსეთიდან ივანიშვილს 8 მლრდ დოლარს ვალდებულებების გარეშე არავინ გამოატანდა - ირაკლი კუპრაძე

04.06.23 15:57
რუსეთიდან ივანიშვილს 8 მლრდ დოლარს ვალდებულებების გარეშე არავინ გამოატანდა - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ რუსეთიდან ბიძინა ივანიშვილს 8 მლრდ დოლარს ვალდებულებების გარეშე არავინ გამოატანდა. საქმე ეხება "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, სადაც ოლიგარქის რუსულ გავლენებზეა საუბარი.

კუპრაძის თქმით, პუტინის მიმართ ვალდებულებები ოლიგარქს სწორედ 90-იანი წლებიდან მოჰყვება. 

პირველი დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი კავშირი აქვს კრემლთან და რუსეთის უშიშროებასთან იმის დასტურია, რომ მან შეძლო ამ 8 მლრდ. დოლარის გამოტანა და გადანაწილება როგორც საქართველოსი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. ფაქტობრვი მოცემულობაა, რომ ამ ოდენობის თანხას მას ვალდებულების გარეშე არავინ გამოატანდა. ეს ვალებულება მოჰყვება მას 90-იანი წლებიდან, როცა გაჩნდა რუსეთში პირველი ტექნოლოგიური ვაჭრობა, შესაძლებლობები, - ამბობს ირაკლუ კუპრაძე.