საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დღეს განახლდება

21.05.21 10:00
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დღეს განახლდება

ციხე დატოვა, თუმცა სასამართლო პროცესები გრძელდება - საქალაქო სასამართლოში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესი გაგრძელდება. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით დაიწყება. 

პროცესი ისევ ბრალდებულის გარეშე ჩაივლის, რადგან ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად, რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე. მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო პროცესზე ამის შესახებ შევთანხმდით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ, გვქონდეს ჩვენი დაცვის სტრატეგია ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ და ბრალდების მხარემ მოგვცა ამის შესაძლებლობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვის გამოკითხავს ბრალდების მხარე", - განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა გირაო გადაიხადა და პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

მსგავსი სიახლეები