კადიროველებს საქართველოში შემოსვლაზე მწვანე შუქი სწორედ ხელისუფლეაბმ აუნთო - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილიდ არწმუნებულია, რომ კადიროველების საქართველოს შემოსვლას მწვანე შუწი სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ აუნთო. ოპოზიციის წევრის თქმით, სწორედ მსგავს ფაქტებს გულისხმობენ დასავლელი პარტნიორები, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში იყენებს.
მათ წინასწარ ჰქონდათ მწვანე შუქი ანთებული საქართველოს ხელისუფლებისგან და ამიტომაა, რომ დღეს დუმს შსს და ყველა სხვა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არათუ საქმის კურსშ იყვნენ, რომ ეს ხალხი საქართველოში იმყოფებოდა, არამედ მათ წინასწარ გასცეს თანხმობა მათ შემოსვლაზე ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ საქართველოს გამოყენება ხდება იმ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომლითაც რუსეთი თავს არიდებს სანქციებს, სწორედ ამას გულისხმობენ, რომ ჩვენ არ ვახორციელებთ ეფექტიან კონტროლსიმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ტერიტორიაზე და რისთვის გამოიყენება ჩვენი ტერიტორია, - ამბობს სამადაშვილი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს.
"პირველებმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ საეჭვოს ექსკორტის საქარტველოში ვიზიტის შესახებ შსს ინფორმაციას ფლობდა. ს საუბარია ჯარიმის ქვითრებზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ საეჭვო ავტოკოლონის მგზავრებს გამოუწერა. კადიროვის უახლოესი გარემოცვა საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში 19-ჯერ დააჯარიმეს.