"გთხოვთ, შეიწყალოთ" - გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის წევრები პრეზიდენტს წერილით მიმართავენ
საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ. გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები ოფიციალურ წერილს ათონელის რეზიდენციაში რამდენიმე წუთში ჩააბარებენ. წერილში მოძრაობის წევრები ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ უხსნიან, რატომ უნდა დასრულდეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის უკანონო პატიმრობა.
გვარამიას მომხრეები მოუწოდებენ ზურაბიშვილს, რომ მიუხედავად პრეზიდენტის პირადი შეხედულებისა, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს.
ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია, თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ იხელმძღვანელოს პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია" - ამბობს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრი.