ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებთ? - მანჯგალაძე "ოცნებას"
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე დიტო სამხარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში არა კადიროველები, არამედ გროზნოს ყოფილი მერი და ჩეჩენი ოპოზიციონერები იყვნენ შემოსულები, აბსურდს უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციონერ ჩეჩნებს მაღალი მარკის ავტომობილ;ებით გადაადგილების ფუფუნება არა ქვთ.
ამასთან, მანჯგალაძე ხელისუფლებას ეკითხება, შემოუშვებენ თუ არა სურვილის შემთხვევაში საქართველოში თავად კადიროვს.
არანაირი ოპოზოციონერი ჩეჩენი ასეთი მაღალი მარკის რამდენიმე მანქანით ვერ გადაადგილდება და არც ექნება ამის ფუფუნება. თუ ამ ადამიანის შემოსვლა შეიძლება, გროზნოს ყოფილი მერის და ე.წ. ბიზნესმენის, არ არსებობს „ჩეჩენი ბიზნესმენი“ ასეთი აგეგბა, მაშინ კადიროვი რატომ არ უნდა შემოვიდეს? მე მივმართავ“ქართულ ოცნებას“, ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ თუ არა?, - ამბოლბს მანჯგალაძე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს.
"პირველებმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ საეჭვოს ექსკორტის საქარტველოში ვიზიტის შესახებ შსს ინფორმაციას ფლობდა. ს საუბარია ჯარიმის ქვითრებზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ საეჭვო ავტოკოლონის მგზავრებს გამოუწერა. კადიროვის უახლოესი გარემოცვა საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში 19-ჯერ დააჯარიმეს.
"ქართული ოცნების" წევრი დიტო სამხარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოშ გროზნოს ყოფილი მერი და ჩეჩენი ოპოზიციონბერი იყვნენ შემოსულები.