შვიდი შეუსრულებელი პროექტი - რის გამო დაჯარიმდა საქართველო 2 მილიონი ლარით?!

05.06.23 12:08
შვიდი შეუსრულებელი პროექტი - რის გამო დაჯარიმდა საქართველო 2 მილიონი ლარით?!

შვიდი შეუსრულებელი პროექტის გამო საქართველო დაჯარიმდა. საქმე ეხება, დონორებს, რომლებმაც თბილისსა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის მთავრობას 130 მილიონი ლარი მისცეს, მაგრამ ხელისუფლებამ თანხა ვერ აითვისა.

სახელმწიფო აუდიტმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მთავრობის შეუსრულებელი პროექტების გამო, ორ მილიონზე მეტი ლარი ჯარიმაში გადაიხადეს.

"ენმ"-ში ამბობენ, რომ ხელისუფლება ევროს სახით დიდი ოდენობის სესხს იღებს, რისი გადახდაც ხალხს უწევს. ირაკლი ნადირაძის თქმით, მთავრობა სწორად ვერ ითვისებს თანხებს.

"რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება წლიდანწლამდე იღებს ასობით მილიონი ევროს სესხს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რომელიც მერე ხალხმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, თუმცა ვერ ითვისებს ამ თანხებს ან საერთოდ ვერ ითვისებს დროზე და სესხის პროცენტებთან ერთად ხალხს გადასახდელი აქვს მილიონობით ევრო იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქის მთავრობა არის არაკომპეტენტური არაკვალიფიციური და ვერც სწორადგეგმავენ და ვერც დროულად ახორციელებენ ამ სამუშაოებს" - ამბობს თბილისის საკრებულოს "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.