პრემიერის წლიური ანგარიში დღეს წერილობით ბიუროს წარედგინება - რა წერია მოხსენებაში

05.06.23 12:30
პრემიერის წლიური ანგარიში დღეს წერილობით ბიუროს წარედგინება - რა წერია მოხსენებაში

პრემიერის წლიური ანგარიში დღეს წერილობით ბიუროს წარედგინება. ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას ამის შემდეგ  დეპუტატებს გააცნობენ. მთავრობოს მეთაური საკანომდებლო ორგანში 30 ივნისსს მივა. ღარიბაშვილი ჯერ ანგარიშს  წაიკითხავს, შემდეგ კი დებატებები გაიმართება.

მოხსენებაში, რომელიც ხელთ "პირველებს" ჩაუვარდა, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. პრემიერი წერს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება პორბლემას არ წარმოადგენს, რადგან ქვეყანამ ევროპული პერპსექტივა უკვე მიიღო. ქვეყნის მეთაური ირწმუნება, რომ საქართველო რეფორმების გატარების თვალსაზრისით მოლდოვას და უკრაინასაც უსწრებს. პრემიერი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია.

ღარიბაშვილის ალტერნატიული რეალობა ოპოზიციას არ უკვირს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 30 ივნისს პარლამენტში მივლენ და პრემიერს კრიტიკულ კითხვებს დაუსვამენ. 

ღარიბაშვილის ანგარიში იქნება წყალი. ის, დარწმუნებული ვარ, როცა მოვა ამ ანგარიშის წარსადგენად, ისევ ილაპარაკებს 11 წლის წინანდელ რეალობაზე, რომელზედაც ძალიან კარგად იცის საქართველოს მოაქალაქეებმა, რა უბედურება იყო და როგორ მოვიშორეთ წინა ხელისუფლება. ოღონდ, იმის შემდეგ გავიდა 11 წელი და უარესი მოცემულობა მივიღეთ, მათ შორის, პოლიტიკური თვალსაზრისით. ღარიბაშვილი დადგება ახლა და ძალიან მკაფიოდ გამოხატავს ერთგულებას ევროატლანტიუკურ სტრუქტურებში, ნატოში ინტეგრაციაზე, - ამბობს „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი. 

ცნობილია ისიც, რომ 30 ივნისს პარლამენტთან ასევე საპროტესტო აქციაც იქნება, თუმცა რა მოთხოვნები ექნება საზოგადოებას, ჯერჯერობით უცნობია.