შენდეროვიჩს არ უშვებენ, კადიროველებს უშვებენ... ცხადია, რომ რუსეთის ბანაკში ვართ - რომან გოცირიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კადიროველების და ლავროვების მსგავსი ხალხი საქართველოში ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ შემოდის. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "ოცნება" განმარტებებს მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს, რომ სათქმელი არაფერი აქვს და ცხადია, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთის ბანაკია.
საეჭვო პირების შემოშვება, რომლებიც, როგორც ჩანს, მართლაც არიან კადიროვის გარემოცვაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს იმ კურსს, რაც ლავროვის შვილის ქორწილთან იყო დაკავშირებული. ასეთი ადამიანები შეთანხმების გარეშე საქართველოში ვერ შემოდიან და როდესაც ხელისუფლება დუმს და არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეგონათ, რომ ეს ამბავი მიიჩქმალებოდა. რა პასუხი უნდა გასცენ? შენდეროვიჩს არ უშვებენ, კადიროვებს უშვებენ. ხართ რუსეთის ბანაკში, ეს არის, - ამბოლბს რომან გოცირიძე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს.
"პირველებმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ საეჭვოს ექსკორტის საქარტველოში ვიზიტის შესახებ შსს ინფორმაციას ფლობდა. საუბარია ჯარიმის ქვითრებზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ საეჭვო ავტოკოლონის მგზავრებს გამოუწერა. კადიროვის უახლოესი გარემოცვა საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში 19-ჯერ დააჯარიმეს.