მთელ მსოფლიოში სამაგალითოები ვართ - პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა

05.06.23 14:20
მთელ მსოფლიოში სამაგალითოები ვართ - პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა

საქართველოს პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველო  ეკონომიკური მაჩვენებლით ზრდის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა. 

ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5% ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის, 7.3% რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20% არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსულმა ზრდამ 100%-ს გადააჭარბა"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.