რუსი სპორტსმენები ქართულ გუნდში - ვინ სთხოვა მოციგურავეებს საქართველოს სახელით ასპარეზობა?
რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ და ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას შეეცდებიან. რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერციამ წყვილს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება უკვე მისცა. რუსმა მოციგურავეებმა ახლა მოქალაქეობის მისაღებად პროცედურები უნდა დაიწყონ.
რუსული მედია წერს, რომ თხოვნა საქართველოს სახელით ასპარეზობის შესახებ სპორტსმენებმა თბილისიდან მიიღეს. ამ თემაზე განმარტებებს ჯერ არ აკეთებს საქართველოს ფიგურული სრიალის ასოციაცია. მედიასთან მხოლოდ დეპუტატი შოთა ხაბარელი გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
სპორტი გავმიჯნოთ, მოდით, პოლიტიკისგან და თუ რუსვილი აქვს, რომ ჩვენი სახელით გამოვიდეს და ქართული დროშა ააფრიალოსდა დროშას თუ ააფრილესბ ქართულს, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვინ იქნება, როდესაც უნდა, რომ გამოვიდეს, ქართული დროშა ააფრილოსდა ქართული ჰიმნი დაუკრას? მემგონი, ამაში ცუდი არაფერია. მესმის~, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან არიან, მაგრამ როდესაც ის ამბობს უარს თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე და გადადის სხვა ქვეყანაში, საქართელო იქნება თუ სხვა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ იგი უარყოფს იმ პოლიტიკას... რა მნიშველობა აქვს უკრაინაში ომია თუ არ არის, - ამბობს შოთა ხაბარელი.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ადგილი სანქციებისთვის გვერდის ავლას აქვს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ საქართველოს ამ შემტხვევაში რუსეთის მოქალაქეებს დახმარების ხელი არ უნდა გაუწოდოს.
ერთ-ერთი საერთაშორისო სანქციის და ზეწოლის გვერდის ავლის მექანიზმი. ეს ხალხი სწორედ იმიტომ არის მოხსნილი დღეს საერთაშორტისო შეჯიბრებიდან, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთს და საქართველომ, ამ შემთხვევაში, მათ დახმარების ხელი არ უნდა გაუწოდოს, თუმცა როდესაც საუბარია „ქართულ ოცნებაზე“ , არ არის გასაკვირი, რომ მათაც არ ფორმით დაეხმარებიან მათ პარტნიორ პუტინის რეჟიმს, რომ რუსი სპორტსმენები და ხშირად კრემლში ტაშის დამკვრელი სპორტსმენები არ მოწყდნენ საერთაშორისო ღობნისძიებებს, - ამბობს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუს სპორსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ.