უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში და 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 716 000 შეადგინა.
თუ მთავრობის მეთაურს დავუჯერებთ, ეს პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000. ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე
შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული, ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე"- დასძინა პრემიერმა.