"დამამცირებელია" - "ოცნების" დეპუტატს სიტყვა - "დაბარება" არ მოსწონს

05.06.23 16:24
"დამამცირებელია" - "ოცნების" დეპუტატს სიტყვა - "დაბარება" არ მოსწონს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  გერმანიაში მოსალოდნელ ვიზიტს ეხმიანება. 

მმართველი პარტიის ლიდერმა სიტყვა "დაბარებას" დამამცირებელი უწოდა.

"სიტყვა დაიბაროს არ გამოიყენება არანაირად, ერთი შეიძლება მაშინ გამოიყენო, როცა ვინმეს დამცირება გინდა და რეალურად საგარეო ურთიერთობებში, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყოს ურთიერთობები, ვთქვათ ორ ქვეყანას შორის, მაგალითად პოლონეთსა და გერმანიას შორის, აქ საუბარია მიწვევაზე, საქმიან ლაპარაკზე, საქმიან ფორმატებზე" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი.

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერს,  ოლაფ შოლცს ცხრა ივნისს ბერლინში უნდა შეხვდეს.

წინასწარი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები იქნება.