დევნილი ბიზნესმენი, გადაყენებული მერი და სამეგობრო იყვნენ - მდინარაძე კადიროველებზე
"ყველაფერი არის პროვოკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემები აწიოთ, ადამიანის ემოციებზე იმოქმედოთ."- ასე პასუხობს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში მყოფი ჩეჩნების შესახებ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, საქართველოში გადაყენებული მერი და სამეგობრო იყვნენ
ყველაფერი არის პროვოკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემები აწიოთ, ადამიანის ემოციებზე იმოქმედოთ. პირველი რეაქცია მეც ცოტა უხერხული მაქვს ხოლმე, სანამ გავიგებ რაშია საქმე. ამ დროს, როცა აღმოაჩენ, რომ 2020 წელს დაჭერილი ბიზნესმენი ჩეჩნეთში, დევნილი რუსეთის ხელისუფლებისგან, გადაყენებული მერი და თავის სამეგობრო იყვნენ, შემდეგ უკვე რწმუნდები, რომ ეს არის თქვენ მიერ პირველ რიგში მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც სხვანაირად რომ ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა შეთავაზებული საზოგადოებისთვის"- თქვა მან.