როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში - ბრეგაძე

05.06.23 17:04
როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში - ბრეგაძე

"როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე როგორც, ნებისმიერი სხვა პატიმარი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრიმა რატი ბრეგაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდადებული პატიმარი.

ის, როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, იქნება გადაყვანილი. ანუ ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე როგორც, ნებისმიერი სხვა პატიმარი", - აცხადებს ბრეგაძე.