მიხეილ სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება - ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

05.06.23 18:18
მიხეილ სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება - ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

მიხეილ სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება - ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პერაკოვამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. "ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ რეკომენდაციები შესასრულებელია"- თქვა მაღალჩინოსანმა. 

პრობლემები გაწევრიანების გზაზე  აღმოსაფხვრელია. ვიცით, რომ არ არის ადვილი, მაგრამ უნდა იმუშაოთ პასუხისმგებლობით. სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი ამ მხრივ" - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა,  ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პერაკოვამ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.