ხაბეიშვილისგან, რომელიც გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებს, მენტორული ტონით საუბარი არასწორია - ბაჩო დოლიძე

05.06.23 17:50
ხაბეიშვილისგან, რომელიც გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებს, მენტორული ტონით საუბარი არასწორია - ბაჩო დოლიძე

ლევან  ხებეიშვილი სხვა პარტიებს ეთიკურად და პოლიტიკურად არასწორი მენტორულ ტონით ესაუბრება - ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ პარტიით თავმჯდომარის განცხადების შეფასებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციას ხებეიშვილის რჩევა-დარიგებები სჭირდებოდეს. მით უფრო მაშინ, როცა ენმ-ს თავმჯდომარე "დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას". 

"პირველ რიგში უნდა შევეხო ეთიკურად და პოლიტიკურად ძალიან არასწორ მენტორულ ტონს, რომლითაც ესაუბრება სხვა პარტიებს, რომ თურმე სხვა პარტიებმა რჩევა-დარიგება უნდა ჰკითხონ ლევანს. არ მგონია ახლა ვინმეს ეს სჭირდებოდეს, თან განსაკუთრებით ლევანისგან, რომელიც დამოუკიდებლად თვითონ ვერ იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს. იმ მენტორული ტონიდან გამომდინარე, რასაც მე ვისმენდი არ მგონია ბევრს გაუჩნდეს სურვილი თანამშრომლობის მაშინ როდესაც, ჩვენ მენეჯმენტში ყოფნის დროს საქმით დავანახეთ, რომ ძალიან ბევრ არჩევნებში ერთად მივიღეთ მონაწილეობა" - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე.

 ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს" და "მათთან უნდა ისაუბროს ყველამ".