უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე
"უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს"- ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე, ბორის კოლარმა, თქვა, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც ეს აუცილებლობაა, რომ ყველამ პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი იყოს ერთიანი ევროკავშირის მისწრაფებებში. მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება, თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე ამით საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათ მომავალ განვითარებას" - თქვა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა.