პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, მოსამართლეებს სანქციები მოუხსნან
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს - შალვა პაპუაშვილი ითხოვს, ქართველ მოსამართლეებს სანქციები "რაც შეიძლება მალე" მოუხსნან.
"მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია" - აცხადებს პაპუაშვილი.
მგონი ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ამიტომ, მტკიცებულებების გარეშე მიღებულო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და პირიქით, მოვუწოდებ, რომ ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას. ვინაიდან, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ადამიანზე თავდასხმა და შეტევა მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს"- ამბობს პაპუაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის ასანქციები მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს დაუწესა.