თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი - ვინ მოახდინა სასამართლო სისტემის პარალიზება?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არაფერს ამბობს, ვინ მოახდინა დღეს სასამართლო სისტემის პარალიზება. თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი - ამ ქალაქებში დღეს ყველა პროცესი გადაიდო. შენობები დაცლილი იყო და ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. ერთმანეთის მიყოლებით სასამართლოებში შედიოდა შეტყობინებები იქ არსებული ბომბების შესახებ. პირველი განგაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. შენობაში სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო და დღეს დაგეგმილი ყველა პროცესი გაუქმდა.
"პირველების" ინფორმაციით დღეს შს სამინისტროში ათობით შეტყობინება შევიდა ბომბის არსებობის შესახებ. ფაქტია, რომ ვიღაცის ბოროტმა ხუმრობამ ან გამიზნულმა ქმედებამ სასამართლო სისტემის სრული პარალიზება გამოიწვია. საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები ქუჩაში ელოდებოდნენ შენობების შემოწმების დასრულებას. ყველაფერი კი ბრიტანულ-ქართული აკადემიით დაიწყო.
პირველი შეტყობინება სასწავლებელში შევიდა, რასაც მოსწავლეების და პედაგოგების სრული ევაკუაცია მოყვა.