სანქციების გვერდის ავლა?! - რუსი სპორტსმენები საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ემზადებიან
რუსი სპორტსმენები საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ემზადებიან - სანქციების გვერდის ავლა ისევ ჩვენი ქვეყნის დახმარებით?! მოციგურავეები საქართველოს გუნდში იასპარეზებენ და ასე მოხვდებიან ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მათთვის უკრაინაში ომის დაწყების გამო დაიბლოკა. რუსულ მედიაში წერენ, რომ დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა შეთავაზება თბილისიდან მიიღეს.
რუსი მოციგურავეების მიერ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს დროშის აფრიალებადმე ერთი ნაბიჯი რჩება. დიანა დევისს და გლებ სმოლკინს ნებართვა სპორტული მოქალაქეობის მიღების შესახებ უკვე აქვთ. ეს კი საქართველოს დახმარებით სანქციების გვერდის ავლაა. ამ ფონზე ქართული "ოცნების" დეპუტატი გვირჩევს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ ააფრიალებს საქართველოს დროშას საქართველოს ჰიმნის ფონზე.