რა აქვს სათქმელი გერმანიის კანცლერს საქართველოს პრემიერისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინშია დაბარებული
რა აქვს სათქმელი გერმანიის კანცლერს საქართველოს პრემიერისთვის? ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინშია დაბარებული. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომლის მხარდაჭერასაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ოლაფ შოლცსა და ღარიბაშვილს შორის მძიმე საუბარი იქნება. საქართველოს პრემიერს მოუწევს გერმანიის ლიდერს აუხსნას, რას ემსახურებოდა მისი ანტიდასავლური განცხადებები მსოფლიოს მაღალი ტრიბუნებიდან.
ვიდრე ღარიბაშვილი ბერლინში ჩავა, მანამდე თბილისში ანგარიშის ჩასაბარებლად ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოვიდა. მიხაელ როტსი "ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ დრო ცოტაა და საქმეს უნდა მიხედონ. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კი ერთ-ერთი წინაპირობა დეოლიგარქიზაციაა. ამ წუთებში მიხაელ როტსი ოპოზიციას ხვდება.
რა უთხრა ოცნებას და რა ოპონენტებს - გერმანელი პოლიტიკოსის განცხადებები ინა ცარციძემ მოისმინა