ვინ განიხილავს ნიკა გვარამიას საქმეს უზენაეს სასამართლოში?

05.06.23 20:37
ვინ განიხილავს ნიკა გვარამიას საქმეს უზენაეს სასამართლოში?

ვინ განიხილავს ნიკა გვარამიას საქმეს უზენაეს სასამართლოში. კოლეგიის წევრებს შორის არის სანქცირებული მოსამართლის ოჯახის წევრი. ლევან თევზაძე ამერიკის მიერ სანქცირებული ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ანუ ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესი ქეისია, ისევ კლანს ჩააბარეს.   მთავარი არხის დირექტორის ბედი მურუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფებამ  უნდა გადაწყვიტოს - ასეთია ქართული ოცნების გზავნილი. 

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება  22 ივლისამდე უნდა გამოაცხადოს.  ხელისუფლებას 5 თვე დასჭირდა, მხოლოდ იმისთვის, რომ სასამართლო  კოლეგია შეერჩიაა. 6 თვიანი ვადა პრაქტიკულად ბოლომდე გამოიყენა და საბოლო ვერდიქტის გამოცხადება ისევ კლანს ჩააბარა.   გვარამიას გათავისუფლების ორგანიზაციის წევრები კი დღეს ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი შევიდა რუსთავის ციხის პატიმრის შეწყალების თაობაზე.

ვინ განიხილავს გვარამიას საქმეს - ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი