"ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერმინისტრის (ღარიბაშვილის) განცხადებებმა" - ბუნდესტაგის დეპუტატი
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის თქმით, გამაღიზიანებელი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მიხაელ როტი პირდაპირ ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს:
მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერ მინისტრის განცხადებამ უკრაინის ომთან დაკავშირებით რომელიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს. არ მესმის რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური რომელიც ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს. უკრაინის ომი რუსული იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის ბრალია. და არა იმის ბრალი რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება მოინდომოს. 2008 წელს რუსეთმა თქვენი ქვეყნის ოკუპაციაც მოახდინა. თუმცა ეს არ მომხდარა იმის გამო რომ, დასავლეთმა ომის პროვოცირება მოახდინა. ეს არის რუსული პროპაგანდა რომელიც სამწუხაროდ გერმანიაშიც გავრცელებულია. ჩვენ არ დაგვიძალებია თქვენთვის ევროკავშირში შემოერთება. ეს იყო ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. არ გვეხმარება ასეთი ნარატივის გავრცელება, რომელიც არის უბრალოდ რუსული პროპაგანდის ნაწილი. მინდა ამ კითხვაზე პირდაპირ გიპასუხოთ. რუსებთან ფრენების აღდგენა ნამდვილად არ იყო ჭკვიანური გადაწყვეტილება. არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო ორაზროვანი გადაწყვეტილებები. ღირს გააგრძელოთ გზა ევროკავშირისკენ," - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი.