"ივანიშვილის დამარცხების გასაღები ჩვენ აქვს" - ვინ როგორ მიიღო ხაბეიშვილის გზავნილი
"ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები ნაციონალურ მოძრაობას აქვს" - ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური რეცეპტი არჩევნებში გასამარჯვებლად. პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლობის ხელს უწვდის სხვა ოპოზიციურ პარტიებს და პრაქტიკულად გაერთიანებას სთავაზობს კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით. "ივანიშვილის დამარცხების გასაღები ჩვენ გვაქვს და სხვებს მის გადამრავლებაში დავეხმარებით"- ამბობს ხაბეიშვილი, რომელიც ამ განცხადებით დაბალრეიტინგულ პარტიებს ფაქტობრივად რეიტინგს უწუნებს და მის გაზრდაში დახმარებას სთავაზობს.