თეთრი ფურცლების საქმე - საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონიდან გაფრთხილება მიიღო
ოფიციალური ვაშინგტონი გამადიდებელი შუშით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ღარიბაშვილის მთავრობამ გაფრთხილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღო.
განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან- ასე ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.