სასამართლო რეფორმა - "ლელო" NGO-ებს ხვდება
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით NGO-ების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ აპირებს. ამ მოთხოვნით, "ლელო" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს არც "ქართული ოცნება" დაუჭერს მხარს. "ოცნებაში" ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში მსგავსი პუნქტი არსად წერია.
"ტვ პირველის" საპარლამენტო კორესპონდენტის ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერები საკითხზე მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.
მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი, არის ის რომ მეტასტაზები აღარ წავიდეს უფრო ფართოდ და ღრმად სასამართლო სისტემაში. მაქსიმალურად უნდა მომზადდეს ფუნდამენტი რეფორმისთვის, რომელიც შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმიტომ, რომ კლანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს დოკუმენტი მათ, მინიმუმ დისკომფორტს შეუქმნის, და თუ სერიოზულად განხორციელდა, შეუქმნის პრობლემებსაც, სწორედ ამიტომ ამიტომ ცდილობენ ახლა დაასწრონ კანონის მიღებას და შესხან იქ თავიანთი დესანტი"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.