უკანონო დაკავებები მიანიშნებს, თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას საზოგადოებრივი პროტესტის - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის გამო დაკავებები უკანონოა.
ლომჯარიას თქმით, ასეთი აგრეიული მოქმედებები უფრო მაშინ ხდება, როდესაც ცალკეული მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს და არა მაშინ, როცა დიდი შეკრებაა, ამიტომაც ლომჯარია ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
ის უკანონო დაკავებები მიანიშნებს იმას, თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას საზოგადოებრივი პროტესტის. თუმცა, ის ასე აგრესიულად მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ როდესაც ვართ უფრო ბევრი, ისინი უფრო ერიდებიან ასეთ ჩარევებს. ალბათ, მთავარი დასკვნა ის უნდა გამოვიტანოთ, რომ ჩვენი მთავარი ძალა ჩვენს ერთიანობაშია". - ამბობს ნინო ლომჯარია.
ახლა საინტერესოა, რა მტკიცებულებებს მიიტანს გომელაურის უწყება სასამრთლოში აქტივისტების წინააღმდეგ. პროცესები ამ დრომდე არ ინიშნება. არსებობს მტკიცებულებები, რომ აქტივისტების უფლებები იზოლატორებშიც შეზღუდეს.