ხაბეიშვილის პარტიის ოფისში სიცარიელის ექო ისმის - ოდიშარია
სახელისუფლებო გუნდს ხაბეიშვილის ამბიციები სასაცილოდ არ ჰყოფნის.
ბექა ოდიშარია ოპონენტს ურჩევს, ჯერ თავად გაერთიანდნენ, რადგან, მისი თქმით, პარტიის ოფისში სიცარიელის ექოა.
"ხაბეიშვილი თავის პარტიაში ვერ ახერხებს ხალხის გაერთიანებას და მისი პარტიის ოფისში უკვე ექო ისმის სიცარიელის გამო, შესაბამისად მე ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე თავმოყვარე პარტიას მოუნდეს ხაბეიშვილის პარტიასთან გაერთიანება და შესაბამისად ეს თავიდანვე უტოპიური შეთავაზებაა" - ამბობს ბექა ოდიშარია.
"ნაცმოძრაობა" 2024 წლის არჩვენებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი არჩევნებზე ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ამ შემთხვევშია შესაძლებელი.