ხაბეიშვილი, თავისი განცხადებებით, რეალობას ძალიან აცდენილია - კალაძე
„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური ერთობა არ შედგება.
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი, თავისი განცხადებებით, რეალობას ძალიან აცდენილია.
მისივე თქმით, პარტიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარდგება 2024 წლის არჩევნებზე, თუმცა, ქვეყანაში მომავალი არ აქვს რადიკალიზმს და ბოროტებას, რაც 2012 წლამდე იყო.
"რამდენად სწორი იქნება ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. ზოგადად, აშკარად იკვეთება განცხადებებიდან რასაც ვხედავთ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აკეთებს, ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. ეს არის წარსული და ამის მთავარი შემოქმედი გახლავთ ის პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ და დღეს სხვადასხვა პარტიებად არიან დაშლილი" - ამბობს კახა კალაძე.
"ნაცმოძრაობა" 2024 წლის არჩვენებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი არჩევნებზე ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ამ შემთხვევშია შესაძლებელი.