ვგმობ, რუსეთის თავდასხმას კაშხალზე, საქართველო უკრაინის გვერდით დგას - ზურაბიშვილი
,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე რუსების თავდასხმის ფაქტს რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი მომხდარს გმობს და კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინას.
კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.
საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო უკრაინის გვერდით დგას!" - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.