დემოკრატიის მაჩვენებელზე უარყოფითად ოპოზიციის ბოიკოტმა იმოქმედა - "ოცნების" დეპუტატი

21.05.21 13:33
დემოკრატიის მაჩვენებელზე უარყოფითად ოპოზიციის ბოიკოტმა იმოქმედა - "ოცნების" დეპუტატი

“FREEDON HOUSE” ანგარიშს, რომლის თანახმადაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო შემცირებულია „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან.  მმართველი პარტიის წევრი გურამ მაჭარაშვილი თვაისუფლების ინდექსის ვარდნის მიზეზად პანდემიას და ოპოზიციის ბოიკოტს უკავშირებს.  

არის თუ არ ვცდები, სამი კვირის წინანდელი დასკვნები, რომელიც რატომღაც უნდათ, რომ ახლა კიდევ ერთხელ წამოწიონ. ყველა ქვეყანაში ამ პანდემიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის თვაისუფლების ხარისხი ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად შეიზღუდა. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, შეეხებოდა საქართველოსაც, მაგრამ აქ კიდევ მეტი  განმაპირობებელი ფაქტორები იყო ის, რომ სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სრულიად უაზროდ, რაც დამტკიცდა დღესაც, ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით და ამ პროცესებმაც შესაძლოა, იმოქმედა ამ მაჩვენებელბეზე, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

საერთაშორისო ორგნიზაცია “FREEDON HOUSE” -მა მორიგი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები