ვიდრე "ენმ" ელოდება, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა, ჩვენ საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით - გურამ მაჭარაშვილი

21.05.21 15:32
ვიდრე "ენმ" ელოდება, კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა, ჩვენ საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებით „ქართული ოცნება“ კმაყოფილია. მმართველი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ამბობს, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილებას ელოდება, „ოცნებამ“  საპარლამენტო ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეჯერება მოახერხა.

პირველი პოზიტიური შედეგი, რაც ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან „ნაცმოძრაობის“ ბულინგისგან თავის დაღწევას, ეს იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეჯერება. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება კიევიდან, რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ოპოზიციასთან შევჯერდით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში, ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით, - ამბობს მაჭარაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები