შესვლა-არშესვლა? - სამი ვარიანტი და ეროვნული მასშტაბის კვლევა - სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები
უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, გამართული შეხვედრის შემდეგ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.
"დღის ამბებში" სტუმრობისას ოქრიაშვილმა თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით სამი ვარიანტი არსებობს:
შესვლა - როგორც ყველა ოპოზიციური პარტია, ან ფსევდოოპოზიცია და ოპოზიციის რბილი ნაწილი შევიდა, ხელის მოაწერა შეთანხმებას, სადაც ორი პუნქტი ფაქტობრივად, წაგების ტოლფასია. 43%-ის ნაცვლად, ჩვენ 50%-ს ვითხოვდით, თუმცა არც კი შეგვატყობინეს, ისე მოაწერეს ხელი დოკუმენტს. მაშინ, როცა ახალი რეალობაა, როცა ნაწილი ოპოზიციის, თუ ფსევდოოპოზიციის, პარლამენტში შესულია, არა პრინციპული ოპოზიციის, მე ასე დავარქმევდი. ჩვენ კი ვართ გარეთ.
მეორე პუნქტი არის შესვლა - არშესვლას თავისი მინუსები და პლუსები აქვს. შესაძლებელია, ელექტორატის ნაწილს სურს, ბოლომდე ვიბრძოლოთ და არშევიდეთ პარლამენტში, მაგრამ ამას თავისი მინუსები აქვს: ჩვენ დავკარგავთ საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსს, დავკარგავთ კომისიაში იმ ერთადერთ წევრს, რომელიც გვყავს. ეს შესაძლებლობას იძლევა, ის 43%-იანი პლებისციტი ჩვენს გარეშე გააყალბონ. ეს არის მინუსები. პლუსი ერთია - ჩვენ პრინციპულ პოზიციას გამოვიჩენთ.
მესამე - პარლამენტში არშესვლა სამუშაოდ, მაგრამ შესვლა მხოლოდ ორი საკითხისთვის. ეს არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვაკეთებთ ფრაქციებს, უარს ვამბობთ ყველანაირ თანამდებობებზე და ხელფასებზე. ეს ყველაფერი გრძელდება ნოემბრამდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება"- განაცხადა "დღის ამბებში" კახა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით, ის მესამე ვარიანტს, ე.წ. ჰიბრიდულ არშესვლის ვარიანტს, ემხრობა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით, როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე "პროგრესსა და სამართალშიც" აზრთა სხვადასხვაობაა.
კახა ოქრიაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ეროვნული მასშტაბის კვლევა, რომელიც 2200 კაცს მოიცავს.
ჩვენ გვეცოდინება, რას ფიქრობს ჩვენი ამომრჩეველი. კვლევაში გარდა ტრადიციული კითხვებისა, არის შემდეგნაირი კითხვა - უნდა შევიდეს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში?"- თქვა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, კვლევის შედეგები მომავალ კვირას გამოქვეყნდება.