პროექტი საარჩევნო რეფორმის სტანდარტს არ შეესაბამება - არასაპარლამენტო ოპოზიცია

21.05.21 16:05
პროექტი საარჩევნო რეფორმის სტანდარტს არ შეესაბამება - არასაპარლამენტო ოპოზიცია

პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია სამუშაო პროცესიდან გამოთიშვის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს. ისინი მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს და ხელისუფლებას  იგნორირებაში ადანაშაულებენ.

ამ დროისათის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები შეხვედრას მართავენ და საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი არსებული საარჩევნო რეფორმით უკმაყოფილოა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში გაყალბების პრევენციის მექანიზმები ჩადებული არ არის. 

"ქართული ოცნება“ აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას და სხვა ოპოზიციურ არასაპარლამენტო პარტიებს მათ შორის. გაყალბების არანაირი პრევენციის მექანიზმები ჩადებული იმ პროექტში, რომელიც ვენეციის წარდგენილი არ არის. მთავარი ეს არის სამაგიდო სიები, ამომრჩეველთა სიები, ეს არის არჩევნების დღეს გაწერილი პროცედურები, ის, რომ არ ჰქონდეს  ოპოზიციური კომისიის წევრების გაძევების უფლება და მთელი რიგი საკითხებია, ტექნიკური საკითხები... არსებული პროექტი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა, ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმის შემუშავებაში  არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩართული არ ყოფილა.  მისი თქმით, კანონპროეტი კიდევ უფრო პრობლემურია, ვინაიდან მასში გარკვეული კორექტივები ირაკლი კობახიძემ შეიტანა. 

რომელი ცვლილება შევა ძალაში? ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე იქნება რომელიღაცა „გირჩიდან“? ეს არის ცვლილება? აქამდე დახურდავდა საარჩევნო რეფორმა? გარდა იმისა, რომ ყველა ძველი პრობლემა რჩება ძალაში, პლიუს ამას, ემატება ახალი პრობლემები, რომელიც კობახიძემ ჩააკვეხა ამ კანონპროექტებში. მაგალითად, 2021 წელი იქნება პირველი, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. ძირითადი არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო პარტიები ამ რეფორმაში საერთოდ არ ყოფილან ჩართული, არათუ საბოლოო დოკუმენტს არ ეთახნმებიან, - ამბობს კახა კუკავა. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის პრეტენზია გაუგებარია შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიციისთვის. დეპუტატები საარჩევნო რეფორმაში საფრთხეებს ვერ ხედავენ. 
 

მსგავსი სიახლეები