სიგნალია, რომ მოვლენები სწორი გზით ვითარდება - ჰარცელი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტზე

21.05.21 16:12
სიგნალია, რომ მოვლენები სწორი გზით ვითარდება - ჰარცელი  საარჩევნო რეფორმის კანონპროექტზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში საარჩევნო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოხატავს. კარლ ჰარცელის თქმით, კანონპროექტი, რომელიც მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს, სიგნალია იმის, რომ მოვლენები სწორი გზით ვითარდება. 

ისევე, როგორც ყველას, ძალიან მსურს ვიხილო, რა რეკომენდაციები მოვა ვენეციის კომისიისგან, მაგრამ ძალიან კარგ ნიშნად ვთლი იმას, რომ გვაქვს კანონპროექტი, რომელიც ერთობლივად შემუშავდა. ეს არის ძალიან კარგი სიგნალი იმისა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდეს, - განაცხადა ჰარცელმა.  
 

 სადავო საარჩევნო რეფორმაზე დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტის განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება, მომავალ კვირაში კი მას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ. 

დოკუმენტი რეკომენდაციისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები