გარიგება თაკო ჩარკვიანსა და ვანო მერაბიშვილს შორის? - ოპოზიციაში დიდი დაპირისპირებაა
თაკო ჩარკვიანი შინაგან საქმეთა მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან კომუნიკაციას ადასტურებს და ამბობს რომ "ურთიერთობას გააგრძელებს ყველასთან, ვინც საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოლებს.
ყოფილი შს მინისტრისა თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" პოლიტიკური დებატების დროს "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ, თაკო ჩარკვიანს უთხრა, რომ ის ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ მერაბიშვილის დავალებით ესხმის თავს, სანაცვლოდ კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჩარკვიანს საპარლამენტო სიაში ადგილს ჰპირდება.
"პირველები" დაინტერესდა, რა ურთიერთობა აქვს ჩარკვიანს ყოფილ ძალოვანთან, წერს თუ არა ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო სიას ან როდის ნახა "კანონი და სამართლის" ლიდერმა ყოფილი პრემიერი.
ოპოზიციის წევრი ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილი მას ერთადერთხელ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰყავს ნანახი, თუმცა იქვე არ გამორიცხავს მასთან თანამშრომლობას.
არ მიყვარს, ვერ ვიტან სიცრუეს. ვანო მერაბიშვილი, ჩემს სიცოიცხლეში ერთხელ მყავს ნანახი. გამსოვლის შემდეგ, მითხრეს, რომ ეს არის და რომ აღვიქვი სახე, მივხვდი, რომ ვანო მერაბიშვილი იყო. მე არ ვოცნობ ამ ადამიანს.
ამბობენ, რომ ამ "ნაციონალური მოძრაობის" უკან დგას და უკან როგორ დგას, როცა ამ პარტიის დამფუძნებელია. მე კი მხოლოდ ის შეხება მექნება ყველა დამფუძნებელთან, რომ საერთო მტრის წინაშე გავერთიანდეთ, მათ შორის იმ ვანო მერაბიშვილთან, რომელმაც 7 წელი მოიხადა. ჩვენ თუ სამართლებრივ სისტემას ვაშენებთ, მოიხადა იმ კაცმა" - თქვა "პირველებთან" ჩარკვიანმა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი და სკანდალური განცხადების ავტორი, საბა ბუაძე კი ამბობს, რომ ყველაფერი გარკვეულია და ნათელია, ვინ რომელ პოლიტიკურ ბანაკშია:
ეს ქალი პირდაპირ ვანოზეა (მერაბიშვილი) შეერთებული"- აცხადებს ის.