ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრა - ოპოზიცია, პრემიერის დასანქცირებას არ გამორიცხავს
ბერლინში საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის დაწყებას ელოდებიან. რა აქვს სათქმელი ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცისთვის? ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაკეთებული ყველა ანტიდასავლურ განცხადებაზე მოსთხოვონ პასუხობს.
ხატია დეკანოიძე ვარაუდობს, რომ თუ ღარიბაშვილი საერთაშორისო სანქციების მიმართულებით იგივე საეჭვო გზავნილების გაკეთებას გააგრძელებს, მას შესაძლოა პერსონალური სანქციები შეეხოს.
გერმანია არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო გაფართოების კონტექსტში და გერმანიის ჩართულობა არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკა და რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული ორიენტირები დასმული. თუ არ შეიცვლება ანტიდასავლური განწყობები და საქართველო გააგრძელებს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და საერთაშორისო სანქციების მიმართულებით იგივე საეჭვო გზავნილების გაგზავნას დასავლეთის მიმართულებით, მე არ გამოვრიცხავ ინდივიდუალურ სანქციების პაკეტსაც". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ღარიბაშვილი-შოლცის შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბერლინში ღარიბაშვილი შოლცმა პირადად დაიბარა.