არ ვარ დარწმუნებული, რამდენად აქვს გააზრებული ღარიბაშვილს შოლცთან შეხვედრის მნიშვნელობა - ხვიჩია
"გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიას ეჭვი ეპარება, აქვს თუ არა გააზრებული ღარიბაშვილს შოლცთან შეხვედრის მნიშვნელობა.
ხვიჩიას თქმით, პრემიერის ბოლო პერიოდის განცხადებები, ღარიბაშვილს ზოგადად არ ესმის რას ნიშნავს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობა
მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად აქვს გააზრებული ღარიბაშვილს ამ შეხვედრის მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ზოგადად, დასავლეთთან მისი დამოკიდებულება ბოლო პერიოდის განცხადებებით, არ მარწმუნებს იმაში, რომ ზოგადად ესმის პრემიერს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობა". - ამბობს იაგო ხვიჩია.
ღარიბაშვილი-შოლცის შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბერლინში ღარიბაშვილი შოლცმა პირადად დაიბარა.