გინდათ, რომ პარლამენტში ადგილი ვანო მერაბიშვილმა გიჩალიჩოთ - მწვავე დაპირისპირება ბუაძესა და ჩარკვიანს შორის (ვიდეო)
მწვავე დაპირისპირება "ტვ პირველის" ეთერში - ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ერთმანეთს პარტია ლელოს წევრი, საბა ბუაძე და კანონისა და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდნენ.
"ვანო მერაბიშვილზე ამბობდით, რომ პალოებით აუპატიურებდაო, დღეს "პადრუჩკით" დადიხართ მასთან ხელდახელ და მასთან ერთად გინდათ ხელისუფლება"- მიმართა ბუაძემ ჩარკვიანს.
"ლელოს" ლიდერის თქმით, ჩარკვიანს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჩარკვიანს საპარლამენტო სიაში ადგილს ჰპირდება.
"ერთი ადგილისთვის (პარლამენტში) ამდენ სიბინძურეს რომ ამოაფრქვევთ, სამარცხვინო ხართადგილი ვეღარ მოიპოვეთ და ახლა გინდათ, რომ პარლამენტში ადგილი ვანო მერაბიშვილმა გიჩალიჩოთ. აი, ეს ხართ თქვენ."- თქვა ბუაძემ "რეაქციაში".
მისი თქმით, ჩარკვიანი მერაბიშვილის გვერდით დგას, რომელიც 26 მაისს აწყობდა: "ვანო მერაბიშვილი 26 მაისს აწყობდა, ვის გვერდზეც თქვენე ხართ - კობახიძეს ნუ დაემსგავსებით..."
"ყველა თავისი სიბინძურის მიხედვით მსჯელობს... ტალახში ხართ! "- თქვა ჩარკვიანმა ბუაძის საპასუხოდ.