პრემიერის შოლცთან შეხვედრამდე, "ოცნების" დეპუტატი დასავლეთს ტენდენციურობაში ადანაშაულებს
პრემიერის შოლცთან შეხვედრამდე, "ოცნების" დეპუტატი დასავლეთს ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გერმანია სტატუსის მონიჭების საკითხში, მთავარი აქტორია, თუმცა, ამის მიუხედავად დასავლეთის მიმართ კრიტიკას მაინც აგრძელებს და ამბობს, რომ ქვეყნის პარტნიორების განცხადებები არასდროს არ არის სიღრმისეული და კანონზე დაყრდნობითი.
დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი აქტორი სტატუსის მონიჭების საკითხში სწორედ გერმანიაა. მუდმივად კრიტიკით გამოდიან ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ, ძირითადად ეს კრიტიკა ზოგადი პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება და არასდროს არ არის სიღრმისეული და კანონზე დაყრდნობითი. აქედან გამომდინარე, ტენდენციურობა მათი პოლიტიკური დამოკიდებულებისა საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ არსებობს". - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ღარიბაშვილი-შოლცის შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბერლინში ღარიბაშვილი შოლცმა პირადად დაიბარა.