სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, კატეგორიულად გამორიცხავს, იყოს პრემიერობის კანდიდატი - ელისო კილაძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადდგმული ნაბიჯებით უკმაყოფილოა - თემასთან დაკავშირებით "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა.
ელისო კილაძე ამბობს, რომ პირადად ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასნიამ კი კატეგორიულად უარჰყო ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ენმ-ს პრემიერობის კანდიდატი იქნება და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება.
საუბარი მქონდა მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, განცხადება, პოზიცია არის ასეთი: სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას კატეგორიულად არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი"- თქვა კილაძემ.
რაც შეეხება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ჟურნალისტი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხაბეიშვილის გუნდი სააკაშვგილის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
პროცესები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში მიდის არის სრულიად დამანგრეველი არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ ზოგადად პოლიტიკური პროცესისთვის. რაც შეეხება აკეთებს თუ არა ლევან ხებეიშვილი და ეს ფრთა (მართლა ვეღარ გავგეთ რამდენი ფრთაა) მიხეილ სააკაშვილის გასატავისუფლებლად რამე ქმედითს - ვფიქრობ, რომ არა!
დაპირებული იყო პერმანენტული აქციები, უკვე ცხელა და გასაგებია, რომ ეს აქციები არ იქნება. დაპირებული იყო (ხუმრობით და ცინიზმსაც ხვდებით - კილაძე) "ვივა მედში" შევარდნაც არ იქნება.
საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ პოლიტიკური პროცესი სრულად მკვდარია და მიხეილ სააკაშვილის მომავალი აბსოლუტურად გაუგებარი. როდის იქნება, რას ფიქრობენ, ალბათ მას შემდეგ გაირკვევა, რაც პარტიას საბოლოოდ გაანადგურებენ და იარლიყების მიკვრას დაასრულებენ იმ ადამიანებისთვის, ვინც მათი თანამებრძოლი იყო".