რატომ გაიზარდა პარალელული ექსპორტი რუსეთში - კაკაურიძეს ოპოზიცია განმარტებებს სთხოვს

09.06.23 13:48
რატომ გაიზარდა პარალელული ექსპორტი რუსეთში - კაკაურიძეს ოპოზიცია განმარტებებს სთხოვს

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც საკანონდმებლო ორგანოში უწყების წლიური ანგარიშით მივიდა, ოპოზიცია განმარტებებს სთოხვდა. პოლიტიკოსებს აინტერესებთ, რატომ ეხმარება ჩვენი ქვეყანა რუსეთს საქნიცებისგან გვერდის ავლაში. ამ სიტყვების მოსმენამ გიორგი კაკაურიძე ფაქტრობივად წყობიდან გამოიყვნა და იერიშით ნაცმოძრაობის წევრებზე გაადავიდა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, რატომ გაიზარდა პარალელული ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში და ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. 

მაშინ, როცა საქართველო დღეს იქცა რუსეთის უკანა ეზოდ და სანქციების ავლის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყანად, ეს არის თქვენი ხელისუფლების დამსახურება და თქვენი გულგრილობის დამსახურება, ხოლო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაუშვა ე.წ. პარალელური იმპორტი, საქართველოდან იზრდება ექსპორტი 2-3ჯერ. ყირგიზეთში 3-ჯერ, ყაზახეთში 2.5-ჯერ, სომხეთში 2.8-ჯერ. შემიძლია მთელი კვლევა მოგცეთ, მათ შორის იბიარდის, რომელიც ადასტურებს ამ ციფრებს. რამ განაპირობა ამ ექსპორტის მაჩვნებელის ზრდა, თუ ეს არ არის, რუსული სანქციების გვერდის ავლის სქემა?" - უთხრა ვასო ურუშაძემ კაკაურიძეს. 

ჯერჯერობით კაკაურიძეს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ის მხოლოდ რეპლიკებს ისროდა და ამბობდა, რომ ეს მაჩვენებელი არ არის სიმართლე და შესაბამისად, ექსპორტი რუსეთის მიმართულებით არ გაზრდილა. 

 

მსგავსი სიახლეები