ევროპის საერთო ინტერესია, რომ საქართველოს ჰქონდეს სტატუსი, მნიშვნელოვანია დიალოგი - კალინდრა
ლიეტუის ელჩის თქმით, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია დიალოგი სქართველოსა და დასავლეთს შორის, მათ შორის ისეთი, როგორიც დღეს ღაიმართება გერმანიაში ღარიბაშვილსა და შოლცს შორის.
ანდრიუს კალინდრა ასევე ამბობს, რომ ამ გზაზე აუცილებელია, რომ საქართველომ პრიორიტეტეი შეასრულოს და ის ასევე ახსენებს უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებას.
ევროპის საერთო ინტერესია, რომ საქართველოს ჰქონდეს სტატუსი, ამის გამო მნიშვნელოვანია დიალოგი ევროპელ პარტნიორებსა და საქართველოს ხელოსუფლებას შორის. ასეთ მომენტში მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შესრულება, საჭიროა გახსნილობა და გამჭვირვალობა. რუსეთის ქმედებების გამო უმნიშვნელოვანესია ყველა სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევის გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ყველამ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს იზოლირებული რუსეთი დანარჩენი სამყაროსგან".- ამბობს კალინდრა.
ღარიბაშვილი-შოლცის შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბერლინში ღარიბაშვილი შოლცმა პირადად დაიბარა.