პარტიული სტურქტურის გაძლიერება და სამომავლო გეგმები - "ლელო" ლიდერთა სათათბიროს სხდომას მართავს

09.06.23 13:31
 პარტიული სტურქტურის გაძლიერება და სამომავლო გეგმები - "ლელო" ლიდერთა სათათბიროს სხდომას მართავს

პარტია "ლელო" ლიდერთა სათათბირო სხდომას მართავს.  ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერებთან ერთად "ლელოს" გუნდი შიდა პარტიულ გაძლიერებაზე მსჯელობს.  შეხვედრაზე პარტიული სტურქტურის გაძლიერებას და სამომავლო გეგმებს  განიხილავენ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ლელოში" სამი ახალი პარტიული ორგანიზაციის დამატებას იგეგმება. პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია. 

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საარჩევნოდ ალტერნატიული ცენტრის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად უნდა აიღონ. 

დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ვისაუბროთ განახლებულ გეგმებზე, განახლებულ პარტიულ სტრუქტურაზე და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, პოლიტიკურ ხაზზე, რომელსაც „ლელო“ გაატარებს უახლოესი თვეების და მათ შორის, წლის განმავლობაში. ჩვენ ყოველთვის, შიდა დემოკრატიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს გადაწყვეტილებებს ვათანხმებთ პოლიტიკურ ლიდერებთან, რეგიონალურ, რაიონულ, ცენტრალურ დონეზე. 39% საქართველოს მოსახლეობისა აქვს პოზიცია, რომ არასდროს დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხარეს 34% ამბობს, რომ არასდროს არ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. მაშინ რა კეთდება? მაშინ კეთდება ალტერნატიული ცენტრი, რომელზეც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. „ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ალტერნატიული ცენტრის ფორმირებაზე, - ამბობს კუპრაძე.

ფრაქცია "ლელოს" თავმდჯომარე საბა ბუაძე ამბობს, რომ პარტიის განვითარება დამოუკიდებლად წარმოუდგენიათ. ბუაძე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოწუოდებს, ერთბლივად მოძებნონ გამოსავალი, რათა იმედგაცრუებულ ხალხში არცევნებზე მისვლის სურვილი გააჩინონ. 

ჩვენ ცალკე და დამოუკიდებლად წარმოგვიდგენია „ლელოს“ განვითარება აი, იმ ორი ძალიან ცუდი და მანკიერი პოლუსის გარეშე. ამიტომა, ყველა, ვინც არის პროდასავლურ პლატფორმაზე, ყველა, ვინც არ არის არც ენმ და არც „ქართული ოცნება“ , ცხადია, რომ ჩვენ ყველასთან გვექნება კონსულტაცია იმისთვის, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო ფორმულა, რომელიც იმედგაცრუებულ ხალხში გააჩენს არჩევნებზე მისვლის და აი, ამ გადამწყვეტი ბრძლისთის მოტივაციას, - ამბობს საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები