ღარიბაშვილი ძალიან მძიმე პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - დავით დარჩიაშვილი

09.06.23 13:31
ღარიბაშვილი ძალიან მძიმე პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - დავით დარჩიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან მძიმე პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რადგან ის მას ატყუებს.

დარჩიაშვილის თქმით, პრემიერის დამოკიდებულება ისეთია, თითქოს საქართველო მთვარეზე იყოს და მისი განცხადებები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერი კარგად გვაქვს ტყუილია.

ირაკლი ღარიბაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან მძიმე პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აი თითქოს მთვარეზეა საქართველო, ისეთია მისი დამოკიდებულება. შეიძლება ატყუო საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დროით, მაგრამ ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება და შესაბამისად, მივედით მთავარ მომენტთან, რომ ნაბიჯები არის გადასადგმელი. ეს ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს სასამართლო სფეროსთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, პატიმრების საკითხი ძალაინ უშლის ხელს ამ ყველაფერს. რაღაცა კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს ამ მოლოდინებასაც და არა ისეთი, მე ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერი კარგად მაქვს და სინამდვილეში ხედავდნენ, რომ არ არის გადადგმული კონკრეტული, სისტემური ნაბიჯები". - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ღარიბაშვილი-შოლცის შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება.  შეგახსენებთ, რომ ბერლინში ღარიბაშვილი შოლცმა პირადად დაიბარა. 

მსგავსი სიახლეები