პასუხები იქნება შესაბამისი და პირადად ივანიშვილი დასანქცირდება - კუპრაძე ო'ბრაიანის განცხადებაზე
"ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნება" დღეს კრემლის და პუტინის მოკავშირედ იქცა.
კუპრაძის თქმით, ო'ბრაიანისგანცხადების შემდეგ, სანქციები არა ქვეყნას ან ივანიშვილის გარმოცვას, არამედ პირადად ივანიშვილს დაედება.
ქართული ოცნება დღეს იქცა კრემლის და პუტინის მოკავშირედ, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამას სხვა ახსნა ვერ ექნება. რა თქმა უნდა, ამას ექნება შესაბამისი პასუხები. დიდი ვარაუდით, ეს იქნება სანქციები, არა ივანიშვილის გარემოცვისა, არამედ პირადად ივანშვილისა, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები გამორიცხულია რომ მიიღებოდეს ივანიშვილის ჩართულობის გარეშე. ქვეყანას სანქციას არ დაადებენ ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ მიჯნავენ ქართველ ხალხს და "ქართულ ოცნებას", რომელიც ერთმანეთთან აღარანაირ ლეგიტიმურ კავშირში არარ არიან".- ამბობს ირაკლი კუპრაძე.
სანქციებამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება. საქართველო რუსეთისთვის აკრძალული ელექტროტექნიკის მიწოდებაშია მხილებული და შავი სიის კანდიდატების ხუთეულში მოხვდა. სკანდალი სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმის განცხადების შემდეგ აგორდა. ობრაიანი ამბობს, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება თანამედროვე იარაღის დამზადებაში, რომელსაც ოკუპანტი უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს.